GEM Fest სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, მისი რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თაოსნობით.
8 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფესტივალის მონაწილე არტისტების მხოლოდ ერთი ნაწილი: Dubfire: Live Hybrid, Tiefschwarz, WhoMadeWho Live, David August Live, M.A.N.D.Y, Booka Shade, Radio Slave, Robosonic, Jan Krueger, Julian Perez, Alex Picone, Andre Crom, Anna Hanna, Anushka, Easy Changes, Gorje Hewek, Ian Pooley, Kolford, Maayan Nidam, Olga Korol, Roustam, Sammy Dee, Greenbeam&Leon, Bacho, Cobert, Tomma.
GEM Fest პირველ რიგში ორიენტირებულია საქართველოსა და ქართულ ღირებულებებზე. იგი მუსიკალური მხარის გარდა, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს განახორციელებს: ნიჭიერი ახალგაზრდების, სტუდენტების, გამომგონებლების დაფინანსება, ფესტივალის თითო ბილეთის ყიდვის შემთხვევაში 1 ლარი გადაერიცხება „სოლიდარობის ფონდს“ და სხვ.
ბილეთები:
GEM Fest ის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებებილია Multi Pass-ის ან Single Pass ის შეძენის მეშვეობით.
Single Pass —ერთჯერადი სამაჯური შტრიხკოდით და იძლევა ტერიტორიაზე ერთჯერადი შესვლის და გამოსვლის უფლებას.
Multi Pass —იძლევა საფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტო შესვლა-გამოსვლის უფლებას 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით. ის სამნაირი არსებობს:
1. Classic Multi Pass. კლასიკური მულტიპასის ღირებულება შეიცვლება გაყიდვების სხვადასხვა სტადიაზე. ამ მომენტისთვის პრომო პერიოდია და ის 99 ლარი ღირს.
2. Full House Pass (კლასიკური მულტიპასი + საცხოვრებელი კარავში 2 პირზე საფესტივალო ტერიტორიაზე განთავსებულ კარვების ქალაქში). პრომო პერიოდში Full House Pass—ის ღირებულება 239 ლარია ერთ და 338 ლარი ორ პირზე.
3. Diamond Pass იძლევა არაერთ ბონუსს: გარანტირებული სასტუმროს ჯავშანი (მაგრამ არ შედის ნომრის ღირებულება), ავტომობილით შესვლა ტერიტორიაზე (აქვა პარკამდე) , ბექსთეიჯზე მოხვედრა, ვიპ-ლოჟები მთავარ სცენასთან, ვიპ-გასახდელები აქვა პარკში და ბევრი სხვა. Diamond Pass ღირებულება შეადგენს 1,000 აშშ დოლარს.
მულტი პასის შეძენა შეიძლება
- წინასწარ, ჩვენს პარტნიორ ვებგვერდზე www.eventer.ge
- სალაროებში ფესტივალის ტერიტორიაზე.
GEM FEST-ი. ბუნებრივი სუბტროპიკული პეიზაჟების, კონცეპტუალური არქიტექტურის და არტ-ობიექტების დეკორაციების ფონზე გაიმართება. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 18 ჰა ტერიტორიაზე რამოდენიმე მუსიკალური სცენა 24/7 რეჟიმში და ასევე ღია ცის ქვეშ კინოთეატრი იფუნქციონირებს.
http://gem-fest.com/
მასალის გამოყენების პირობები