„ფეხშიშველა მიდიოდა ტაძრისკენ...პრობლემა გვაქვსო, მითხრა" - რა მოხდა ლომისობის დღესასწაულზე
საზოგადოება - 13:52, 08 Jun, 2015     26069

ისტორია დედაზე, რომელმაც შვილის გამოჯანმრთელების რწმენით ფეხშიშველმა განვლო გზა ტაძრამდე. პატარა ბარბარეს ხერხემალი აქვს დაზიანებული და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.

დედა-შვილის ისტორიას სოციალურ ქსელში თინათინ მოსიაშვილი აქვეყნებს.

თინათინ მოსიაშვილი: „ლომისაზე რომ ავდიოდით, ჯერ კიდევ მაშინ შევნიშნე ეს ახალგაზრდა ქალი: გრძელი კაბით და თეთრი მოსახვევით ფეხშიშველა მიდიოდა ტაძრისკენ. გვერდით ასევე ახალგაზრდა კაცი მისდევდა, ბატკანი მოეგდო მხრებზე.

მერე მთის თხემზე ქალი ჩვენ სიახლოვეს დაჯდა, ბავშვს მორიდებით ძუძუს აწოვებდა. თავიდან კადრი მომეწონა და სურათის გადასაღებად მივედი. მაშინვე არა, მერე ამოვიცანი თეთრი თავსაბურავით ქალი, რომელსაც რატომღაც გზაშივე მივაქციე ყურადღება. თუმცა ბავშვი მაშინ თან არ ჰყავდა. გოგონა მთაზე ბიძას ამოეყვანა.

„პრობლემა გვაქვსო",- მითხრა დედამ და დახედა შვილს. ბარბარეს ხერხემალზე სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რომელიც თურქეთში 20 ათასი დოლარი ჯდება. სასურველია, ერთ კვირაში წავიდნენ კლინიკაში.

ჯანდაცვის სამინისტროშ განცხადება შეტანილია და პასუხს ელიან.

წარმოშობით ლაგოდეხიდან არიან. ბავშვი ბარბარე გოგოლაძეა.

იქ, მთაზე სახელები ვუთხარით ერთმანეთს, ნომრები ვერ ჩავიწერე, ჩემდა გასაოცრად, კალამი არ აღმომაჩნდა. თან ერთად ვაპირებდით ჩამოსვლას, თუმცა მერე სხვადასხვა ბილიკზე აღმოვჩნდით. იმავე საღამოს ვცადე ფეისბუკში მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ლევან გოგოლაძეც და ნათია ნოზაძეც ძალიან ბევრია ფბ-ში. საბედნიეროდ, ამ დილას ნათიამ თავად მომწერა.

იქნებ შევძლოთ დახმარება, 20 ათასი დოლარი ერთი ადამიანისთვის და ოჯახისთვის ბევრია, ბევრი ადამიანისთვის - არც ისე.

მეგობრებო, 5 და 10 ლარის ჩარიცხვაც ნუ მოგერიდებათ, ერთობით, ბევრი თუ ვიქნებით, ამ თანხასაც შევაგროვებთ.

ლომისობაზე ასვლა იქნებ მარტო ამისთვისაც ღირდა.

ლომისის წმინდა გიორგის მადლი გეწეოდეთ თქვენც და პატარა ბარბარესაც.

მე მჯერა, მომავალ ლომისობას წმინდა გიორგის ტაძარში ბარბარე, რომელსაც ახლასიარული და დგომა უჭირს, თავისი პატარა ფეხუნებით შებანცალდება“!




ბარბარეს ანგარიშია საქართველოს ბანკი GE98BG0000000340768000 მიმღები ბავშვის მამა ლევან გოგოლაძე.
5 58 18 48 46 ეს არია ნათიას ნომერი.
599 04 04 59 ლევანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42