,,2030 მორიგ დეზინფორმაციას სთავაზობს " მაყურებელს". ეს სიტყვა ბრჭყალებში თუ რატომ ჩავსვი, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. სადა ჰყავს მაყურებელი!
ჯერ ზურაბ ტყემალაძემ დაიწყო მისი ბიზნესპარტნიორის, ყოფილი დეპუტატის, კახა გიუაშვილის მიერ შეჭმული და გაკოტრებული ინტელექტბანკის თემის წამოწევა. ახლა 2030-ს მოუნდა სპეკულირება. ორმაგი ბუღალტერია ჰქონდათ და მთავარმა დამფუძნებელმა დეპუტატმა მიიყვანა ბანკი ამ დღემდე. თვითონ იმალება და ხმას არ იღებს. მოუწევს. მაშინ გადარჩა დაპატიმრებას. დეპუტატის იმუნიტეტი იცავდა და ზურაბ ტყემალაძე თავისი ფრაქციით. ტყემალაძის ფრაქცია კი ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა ხმებისათვის პარლამენტში. ახლა მოუწევს ახსნა, ვინ დაავალა ბუღალტრებს და დირექტორებს, ეწარმოებინათ ორმაგი ბალანსი და ეტყუებინათ ეროვნული ბანკი, აქციონერები და მეანაბრეები, რომ ყველაფერი რიგზეა. სინამდვილეში კი მათი ფულები საკუთარ ფირმებში გადაქაჩეს და 36 ათასი მეანაბრე გაკოტრებამდე მიიყვანეს. ჩვენ გადავურჩინეთ ამ ხალხს ქონება. სხვათა შორის, მთავარი დადებითი როლი ამ პროცესში მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ითამაშა. ის წარმართავდა ბანკის გადარჩენის პროცესს, რადგან მდგომარეობა უმძიმესი იყო და მთავრობის გარეშე კრახი გარდაუვალი იყო. ამას მთელი საბანკო სისტემის აყირავება მოჰყვებოდა. მან დაითანხმა საქართველოს ბანკი, რომ მიეერთებინა რამდენიმე ათეული მილიონის ზარალის მქონე გაკოტრებული ინტელექტბანკი.
ამაზე გატრუნულნი არიან. არც დავით ბეჟუაშვილს ახსენებენ, რომელმაც მართლაც ჩამოიყვანა უკრაინელები. ფულის ნაწილიც გადმორიცხეს, მაგრამ როგორც კი ბანკის დოკუმენტაციას გაეცნენ, მოკურცხლეს. კრიმინალი და ნაგავი შერჩათ ხელში. არ ჯდება ვიღაცების სქემაში მათი გვარების ხსენება.
ამ ამბების წამოწევით ფულის შოვნა უნდათ. გარწმუნებთ, არ გამოვა. აი, ციხეს კი შეიძლება გამოკრან ხელი. შეიძლება იმათაც, ვინც ამ საქმეს არასწორ მიმართულებას მისცემს. თუ ამისი სურვილი აქვს ვინმეს პროკურატურაში.
ინტელექტბანკის დაქირავებული პერსონალი და დირექტორებიც აღიარებდნენ იმ ფაქტს, რომ გვატყუებდნენ და მალავდნენ ზარალს, რომელიც მთავარმა მეპატრონის ფირმებმა მიაყენა. წაიღეს ხალხის ფული. შეიქმნეს საკუთარი ბიზნესები და ვერ დააბრუნეს.
ცუდი თამაში წამოიწყო ზურაბ ტყემალაძემ. ჯერ პარლამენტში შეაგდო ვითომ შემთხვევით ეს თემა. პროკურატურასაც მაგარ შარში ხვევენ. ვინც ამ საქმეს არასწორად გამოიძიებს, არ ასცდება ადრე თუ გვიან სასჯელი. იმედი მაქვს, ამას აცნობიერებენ. უფრო მეტიც, ახალი გარემოებების გამო საქმე უნდა აღიძრას ბანკის მთავარ მეპატრონეზე, კახა გიუაშვილზე. ვინ დაავალა დირექტორებს საბუთების გაყალბება? ამის დამტკიცება ელემენტარულია. საბანკო დოკუმენტაციას ვერ გაანადგურებ. ყველაფერი შენახულია.
თუ არ აღძრავენ საქმეს, ესეც დანაშაულია. რატომ აფარებენ ხელს? ტყემალაძის გამო? კახა გიუაშვილის- ტყემალაძის ბიზნეს-პარტნიორის გამო? მერე ამ გამომძიებლებსა და პროკურორებს ხომ მოკითხავენ? გადავხედოთ, რას გვასწავლის საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორია.
ისე, საინტერესოა, საერთოდ თუ დაკითხეს კახა გიუაშვილი? ან ზურაბ ტყემალაძე, რომელსაც ჰქონდა ამ ბანკთან საკმაო შეხება?
ამათ უნდათ ფული ან ბიუჯეტს წაართვან, ან საქართველოს ბანკს. ამით აიმედებენ ამ თემის აქტივისტებს და როგორც ჩანს, რაღაცებს ჰპირდებიან.
ფულს გინდათ ხელი გამოკრათ ტყემალაძევ და კამპანიავ? სხვა რამეს არ გამოკრათ!
გპირდებით, ასე იქნება თუ დროზე არ მოეგეთ გონს.
2030-ზე რა უნდა ვთქვა. უყურებს კი ვინმე? ისიც კი არ იციან, მალე რომ დახურავენ. რა სარგებელია მისგან, გარდა დაცინვისა?!“ - წერს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






