ბათუმში “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:00, 07 Jun, 2015     2960

50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 1000-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ბათუმში, – “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.

მთავრობის მეთაურმა “ორბი ჯგუფს” კიდევ ერთი საინტერესო პროექტის დაწყება მიულოცა და კომპანიის მენეჯმენტს მაქსიმალური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ორბი ჯგუფი” ძალიან წარმატებული კომპანიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში.

“მათ განხორციელებული აქვთ 450 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვენის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მთავრობის სახელით, მინდა დავუდასტურო მხარდაჭერა კომპანიას, მის მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში და საქართველოში მშენებლობები სერიოზული ტემპებით ვითარდება. გასულ წელს გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში უკვე გაიხსნა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასე, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42