შსს-ს აკადემიაში სასკოლო კონკურსის და საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საზოგადოება - 15:27, 06 Jun, 2015     1151

შსს-ს აკადემიაში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნახატების და ესეების სასკოლო კონკურსის და ფეხბურთის ტურნირში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ესეების სასკოლო კონკურსში „პოლიციელი თვალსაჩინო მოქალაქე“ ოცი საუკეთესო ესეს ავტორი გამოვლინდა, ხოლო ნახატების კონკურსში „ჩემი მეგობარი პოლიციელი“ - ოცი საუკეთესო ნახატის ავტორი, რომლებსაც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს სასკოლო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა სიგელები გადასცეს. აღნიშნული კონკურსი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. აკადემიაში მოეწყო საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღია პირველობა მინიფეხბურთში „პოლიციის თასი“, რომელშიც თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 50-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საპრიზო ადგილები თბილისის 208-ე, მე-60, 22-ე და 99-ე სკოლების გუნდებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე გასულ 208-ე სკოლის გუნდს „პოლიციის თასი“ შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა გადასცა, მეორე ადგილზე გასული მე-60 სკოლის გუნდი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილზე 22-ე გასული გუნდი, საქართველოს ჩემპიონი საკალათბურთო გუნდის “შსს აკადემიის“ წევრებმა რევაზ როგავამ და აკაკი ლომოურმა თასებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ტურნირში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარეს და აკადემიაში არსებული სასწავლო პროგრამების შინაარსი გააცნეს, აგრეთვე სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ესეების და ნახატების სასკოლო კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი ქვეყნის სკოლების დაწყებითი და საშუალო კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. ნაშრომები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქართველოს მასშტაბით გამართული სასკოლო კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მოზარდ თაობასა და პოლიციას შორის ნდობის გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42