ექსკლუზივი: გიორგი ქისტაური - „ჩემი ეშინიათ ტელევიზიებში... ფავორიტი რუსთავი 2-ია“
საზოგადოება - 14:25, 06 Jun, 2015     6418
„უნიჭიერესი“, - ასე ახასიათებენ თინეიჯერს, რომლის ვიდეოებსაც შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო მეტი მაყურებელი ელოდება, ვიდრე თოქ-შოუებს ქართულ ტელესივრცეში. გიორგი ქისტაურმა პროდიუსერის, რედაქტორის, იმიჯმეიკერისა და სხვა „მავანთა“ ჩარევის გარეშე სასწაული მოახდინა და მის მიერ შესრულებული პაროდიებით მრვალათასიანი მაყურებელი მოიპოვა. მიზანდასახულ პოპულარობას ცალკეულთა აგრესია, ბევრის სიყვარული და გარდასახულ პერსონაჟთა შიშიც მოჰყვა. გიორგი ქისტურის გმირებს „თავიანთი შემქმნელის“ მახვილი თვალი და „ბასრი იუმორი“ აფრთხობთ. თავად გიორგის კი, როგორც მან „ნიუპოსტთან“ აღნიშნა გარდასახვის ხელოვნება ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
გიორგი ქისტაური: სიამოვნებას ის გაოცება უფრო მანიჭებს რაც გარდასახვის შემდეგ მაქვს, მიკვირს ასე რანაირად ვემსგავსები და როგორ ვიღებ თითოეულის იმიჯს.

-რამდენდ რთულია? თუ გაგიჭირდა რომელიმეს განსახიერება?

-არც თუ ისე რთულია, გამიჭირდა მაია ასათიანის პაროდია. რთულად გადმოსატანი მიმიკები და საუბრის მანერა აქვს... ან უბრალოდ ბოლომდე არ ვიყავი მისი პაროდიით დაინტერესებული. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა.

-როგორც ვიცი პოპულარობა შენი მიზანი იყო და ამას მიაღწიე კიდეც რამდენად კმაყოფილი ხარ?

- მიზანი ნამდვილად იყო, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი ბოლომდე ჯერ ნამდვილად ვერ ვარ... კი, სოციალურ სივრცეში ყველაფერი ისეა, როგორც მინდოდა, მაგრამ ახლა უფრო ფართო მაშტაბებზე მინდა გავიდე. საკუთარი გადაცემის გაკეთება მინდა ძალიან...

-რა გიშლის ხელს? არ ფიქრობ რომ დროა უკვე?

-ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ეშინიათ ტელევიზიებში და არაერთში. არ ვიცი რატომ, ოღონდ არ ვხუმრობ, მართლა ბევრისგან მსმენია ეს. აქედან გამომდინარე , ამ თემაზე ჯერ მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობ.

-რომელ ტელევიზიში გააკეთებდი გადაცემას და რა სახის გადაცემა იქნებოდ აეს?

-ალბათ უფრო რუსთავი 2-ში, იმიტომ რომ არც ჯაჯანიძის გადაცემის დონედ ვთვლი ჩემს მომავალ გადაცემას და არც სხვა არხებზე გასული გადაცემების დონედ. ჩემი ფავორიტი ტელევიზიაც რუსთავი 2-ია ან GDS

-„ჯაჯანიძის გადაცემის დონედ არ ვთვლი“, - რას ნიშნავს?

-ჩემი გადაცემა თუ გაკეთდა სტუმრად არ მეყოლება ის წრე, რომელსაც ჯაჯანიძის შოუ კვირიდან კვირამდე ატრიალებს. უფრო მხიარული და რეალური იქნება და არა დადგმული. ხალხმაც ხომ იმიტომ შემიყვარა, რომ არაფერია ჩემს შემოქმედებაში მოგონილი. ყველაფერი ისეა, როგორც რეალურად არის.

-როგორც ვიცი ბელგიაში ხარ, თუ გადაცემაზე თანხმობა მიიღე, ჩამოხვალ?

-აქ სექტემბრიდან უკვე სტანდარტულ სკოლაში გავაგრძელებ სწავლას კინო-ხელოვნების განხრით. თუმცა, თუ თანხმობა მივიღე, აუცილებლად ჩამოვალ და გადაცემას გავაკეთებ. სწავლაც სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ასე, ამ საქმიანობით, რასაც ახლა ვაკეთებ არაფერი გამოდის, ამიტომ გადაცემის შემთხვევაში აუცილებლად დავბრუნდები.

- ანუ ოცნებობ გადაცემაზე საქართველოში?

-ჰაჰა, მე ცოტა სხვა რაღაცებზე ვოცნებობ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მქონდეს ჩემი გადაცემა ვიცი ყველაზე კარგად გამომივა.

-რაზე ოცნებობ?

-ვოცნებობ, რომ გავხდე მსოფლიო მაშტაბის კომიკოსი, მსახიობი და მომღერალი, ხომ არიან მომღერლები, რომლებიც პარალელურად მსახიობობენ კიდეც.

-რას უსურვებ შენს მაყურებელს?

-მინდა რომ ყველამ თავისით იპოვოს მისი ცხოვრების სწორი გზა, უბრალოდ ძალიან დიდი უმიზეზო აგრესიულობით გამოვირჩევით, ეს ფაქტია და ძალიან ცუდი. ვისურვებდი უფრო მეტ ღიმილს თითოეულის სახეზე და უფრო მეტ პოზიტივს აზროვნებაში


ავტორი: დეა თავბერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42