ახალშექმნილ გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში GEMFest-ის სახელით გავრცელდა უკვე 3 000-ზე მეტი მოწონება აქვს. იქვე მითითებულია თარიღებიც: 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე ანაკლიაში რაღაც ხდება. როგორც ამბობენ, საქართველოს ულამაზეს კურორტზე სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსახლეობაც ემზადება, რომ 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით აქ რაღაც გრანდიოზული უნდა მოხდეს, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას ორგანიზატორები კვლავ არ ავრცელებენ.
ცნობილია, რომ გიორგი სიგუა ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, თუმცა მის სოციალურ გვერდზე მხოლოდ დღეების ათვლას ნახავთ და ის არც ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. როგორც ჩანს, დეტალური ინფორმაცია ორშაბათს გახდება ცნობილი.
გავრცელებული ხმების მიხედვით, წლევანდელი ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულები არიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე გამოცდილი ადამიანების გუნდი, რომელიც საქართველოში სპეციალურად GEMFest-ისთვის ჩამოვიდა და ასევე ამბობენ, რომ წლევანდელ ფესტივალზე გაცილებით ლოიალური ფასები იქნება. ასე რომ, დაველოდოთ ორშაბათს.
მასალის გამოყენების პირობები






