ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათ უბანში კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, რის გამოც მათ წლების განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ. პროექტის ფარგლებში 2,5 კილომეტრიანი გზა კაპიტალურად კეთდება, 14 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორ ფენად იგება გზის საფარი და ეწყობა ბორდიურები.
„ამ დასახლებაში გზა არასდროს ყოფილა. ახლა კი მთლიანად კეთდება 2,5 კილომეტრიანი გზა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს. ეს მხოლოდ დასაწყისია და ვაპირებთ, ამ უბანში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განვახორციელოთ. სწორედ ამიტომ შევხვდით დღეს მოსახლეობას, რომ დეტალური ინფორმაცია მივიღოთ მათი საჭიროებების შესახებაც. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და დავგეგმოთ, თუ როგორ განვავითაროთ მომავალში ეს უბანი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„გზის შეკეთებასთან დაკავშირებით თხოვნა მოსახლოებისგან მივიღეთ. ვიდრე გზის სარეაბილიტაციო სამშაოებს დავიწყებდით, აქ გაზი და წყალი გაკეთდა. დაიგეგმა სამუშოები და ახლა დასახლებაში ორფენიანი ასფალტით 14 ათას კვადრატულ მეტრამდე გზა კეთდება“, - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.
აფრიკის დასახლებაში, 360-ე კილომეტრზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არსაკიძე 2000“ ახორციელებს. გზის კაპიტალური მშენებლობა 28 მაისს დაიწყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებით - 25 სექტემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






