"ბაზარში ვიმყოფებოდი ატყდა ჩოჩქოლი ხანძარია ხანძარიო, ვერ მოვიფიქრე ვერაფერი და დავრეკე 112-ში"-უთქვამს ქალბატონ მედეას.
""დღეს ქალაქ ოზურგეთის N1 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. 112-ში ანონიმური ზარი შევიდა, რომელიც საბავშვო ბაღში ხანძრის გაჩენას იუწყებოდა.
ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სახანძრო-სამაშველო სამსახური და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, მერის მოადგილე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ცრუ განგაშმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ოზურგეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ #2 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. რამდენიმე წუთში აღნიშნულ ბაღში სახანძრო ბრიგადები და ასეულობით მოქალაქე მივიდა, თუმცა ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია #7 და #9 ბაღში ხანძრის არსებობის შესახებ. ამის შემდეგ სახანძრო ბრიგადებმა აღნიშნული დაწესებულებებისკენ გადაინაცვლეს.
როგორც "ნიუპოსტს" ოზურგეთის ბაღთა გაერთიანებაში განუცხადეს, არც ერთ ბაღში ხანძარი არ არის და ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებებს.
როგორც ქალაქ ოზურგეთის მერიის პრეს სამსახურიდან გვაცნობეს 112-ზე შესულია ცრუ შეტყობინება. ქალაქ ოზურგეთის მერია თხოვნით მიმართავდა ქალაქის მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე.
მასალის გამოყენების პირობები






