როგორც უკვე ცნობილია, Europe-bet.com-ის „პოკერ რუმში“, World Poker Tour (WPT) ტურნირების სერიამ, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდია $200 000, სტარტი 30 მაისს აიღო.
უკვე დღეიდან, დაიწყო ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისათვის. ტურნირში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები. ტურნირი გაგრძელდება 7 ივნისამდე და დასრულდება ფინალური მაგიდის თამაშით - FINAL Table. ჩემპიონატის გახსნას ესწრებიან ევროპაბეთის, Poker CLub management-ისა და WPT-ის წარმომადგენლები.
მიუხედავად ტურნირის დაწყებისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს შემოუერთდეს და ითამაშოს მსოფლიო დონის პოკერის, როგორც ტურნირის, ასევე "ქვეთამაშები".

ევროპაბეთი გაძლევთ უნიკალურ საშუალებას, პირველად საქართველოში, თვალი ადევნოთ ტურნირების პირდაპირ ტრანსლაციას სპეციალური მაგიდით - RFID Poker Table, რომლის მეშვეობით შეიგრძნოთ თითოეული მოთამაშის ემოცია და ადრენალინის მოზღვავება.
ამისათვის, 4 ივნისს შემობრძანდით www.WPT.ge საიტზე და თვალი ადევნეთ საქართველოში პირველი World Poker Tour Nationa Event-ს.
ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე, WPT-ს ოფიციალური წარმომადგენლები თბილისს ეწვივნენ მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის.
შეგახსენებთ, რომ World Poker Tour დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული „ჩემპიონთა თასით“ („WPT Champions Cup™“) და ასევე, დეკემბერში, WPT-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით.
მასალის გამოყენების პირობები






