ქართველი მსახიობები მანჩესტერის თეატრულ ფესტივალს შესაძლოა ვერ დაესწრონ. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს. გამოცემის თანახმად, ფესტივალზე მიწვეულ ქართველ მსახიობებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სავიზო განაცხადზე უარი უთხრა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ ქართულ კოლექტივს ბრიტანეთში მიგრაცია სურს, ამიტომ მათ სავიზო განაცხადზე უარი უთხრა.
„ისინი ახალგაზრდები, მარტოხელები არიან და მათ ძალიან ცოტა თანხა აქვთ საბანკო ანგარიშზე, ამიტომ მათ არ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ისინი დიდ ბრიტანეთში როგორც „ნამდვილი ვიზიტორები“ ჩადიან და წარმოდგენების ჩატარების შემდეგ ქვეყანას დატოვებენ“ - ნათქვამია სტატიაში.
თეატრალური ფესტივალი მანჩესტერში ივლისის შუა რიცხვებში ტარდება, რომელშიც მონაწილეობას თეატრალური დასები მთელი მსოფლიოდან იღებენ. ქართული დასი ფესტივალის დირექტორმა, ნილ მაკენზიმ შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები






