ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრენ თეგეტა მოტორსის და Continental-ის რეგიონალური ოფისის მენეჯმენტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ და Continental-ის რეგიონალური ოფისის გენერალურმა დირექტორმა ალი ოკან თამერმა. „ჩვენი კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებლების კმაყოფილება, რომელიც უპირველეს ყოვლისა მაღალი ხარისხის პროდუქციითა და სერვისით მიიღწევა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვარჩიეთ თანამშრომლობა მსოფლიო ბაზარზე ცნობილ, ისეთ მსხვილ საბურავების ბრენდთან როგორიცაა Continental-ი“ - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ხარისხი და საიმედოობა წარმოადგენს აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველს და იმედი გამოთქვა, რომ Continental-ის საბურავები პოპულარობით ისარგებლებს ქართველ მომხმარებლებს შორის.
ალი ოკან თამერმა ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ავტოინდუსტრიის სპეროში ამიერკავკასიის ბაზარს გააჩნია: „საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი რეგიონია ჩვენთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ რეგიონში ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ მოღვაწეობა, როგორსაც ევროპაში ვანხორციელებთ და დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები Continental-ის მაღალხარისხიანი საბურავებით, რომლებიც შექმნილია მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით.“ ამასთან ერთად, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თეგეტა მოტორსს და Continental-ს გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებთ, და გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ხანგრძლივი, სტაბილური, წარმატებული და პროდუქტიული ორივე კომპანიისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






