ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლთან ხმაური იყო. ადგილზე ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი და მისი ოჯახი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ბიზნესმენი სააკაშვილის სახლში შესვლას ითხოვდა, რისი უფლებაც ადგილზე შეკრებილმა „ნაციონალებმა“ არ მისცეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყოს სიტყვიერი დაპირისპირება ადგილზე შეკრებილებს შორის.
„2012 წელს მივმართე პროკურატურას, რომ წარვადგინო ყველა მტკიცებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უკანონოდ ჩატარებული აუქციონის შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ გრემის კულტურის სახლის ნანგრევები „ნაციონალებმა“ მილიონად მაყიდინებს“, - განაცხადა შოშიაშვილმა.
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავებას გეგმავს. შოშიაშვილი ამ ქმედებით 'ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირების გაპროტესტებას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






