საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განცხადებების გადარჩევა კონკურსანტებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. განცხადების წარდგენა კონკურსანტებს 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
კონკურისის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას. ტესტირების ეტაპზე აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა კონკურსანტის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ით, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხის ოდენობით განისაზღვრა.
მესამე ეტაპზე მოხდება მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა მიერ ინდივიდუალურ საშუალო არითმეტიკულ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით - ჯამში არანაკლებ 3 ქულით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge.
მასალის გამოყენების პირობები






