1 ივლისს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა ამოქმედდება
საზოგადოება - 14:18, 03 Jun, 2015     971
თბილისის მერია 1 ივლისიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პილოტური პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარია და მისი მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაცის ხელშეწყობა სპეციფიკური აბილიტაციისა და ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის გზით.

პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა-განხორციელებას, ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის მიერ, მოსარგებლისთვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 ინდივიდუალური სეანსის ჩატარებას, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიას, საჭიროებისამებრ მეტყველებისა და ოკუპაციურ თერაპიას და სხვა თერაპიას. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება-კონსულტაციას საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისთვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასებას და ანგარიშის წარდგენას. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, ჩატარებული სეანსების მიხედვით, დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 420 ლარისა.

პროგრამით ისარგებლებენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონდათ თბილისში 12 თვის ხანგრძლივობით რეგისტრაცია და პროგრამაში ჩართვის დროისთვისაც თბილისში არიან რეგისტრირებული.

პროგრამაში ბავშვების ჩართვა 2 ეტაპად განხორციელდება, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიმწოდებელ დაწესებულებებში აღრიცხვაზე მყოფი ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ისინი პროგრამით 1 ივლისიდან ისარგებლებენ. მეორე ეტაპზე ჩართვა განხორციელდება მიმწოდებელ დაწესებულებაში ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მოსარგებლეები შეირჩევიან თბილისის მერიაში 2015 წლის 1 ივლისიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე შედგენილი მომლოდინეთა სიიდან. უპირატესობა მიენიჭება ჩართვის დროისთვის სიაში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42