თურქეთში ქართველებისგან შემდგარი დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს (ვიდეო)
კრიმინალი - 13:11, 03 Jun, 2015     4517


ანტალიის მახლობლად მდებარე აგარაკზე დამნაშავეთა 8 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, ასევე მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინის და ერთი თურქეთის მოქალაქეც.

როგორც თურქული მედია იტყობინება დამნაშავეთა ჯგუფი კონიის პროვინციაში, იმ მოქალაქეებზე აწარმოებდა თვალთვალს ვისაც ბანკიდან დიდი თანხა გამოჰქონდა, მას შემდეგ კი რაც ბანკის კლიენტი აღნიშნულ თანხას მანქანაში ტოვებდა ისინი მანქანის ფანჯრებს ამსხვრევდნენ და თანხას იტაცებდნენ. მსგავსი მეთოდით დამნაშავეთა ჯგუფმა 100 ათას ლირამდე თანხის გატაცება შეძლო.

მათი დაკავება 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მოხერხდა, აგარაკზე სადაც დამანაშავეთა აყვანა მოხდა, აღმოჩენილი იქნა თანხა 74 ათასი ლირის ოდენობით, დანარჩენი თანხით კი ჯგუფის წევრებს ძვირფასი ნივთები ქონდათ შეძენილი, რომელიც ასევე იქნა ამოღებული თურქი სამართალდამცავების მიერ. დამნაშავეთა კვალზე გასვლა მათი ავტომობილის მეშვეობით მოხდა, გარე კამერებმა მათი ავტომობილი იმ ადგილებში დააფიქსირეს სადაც დანაშაული ხდებოდა, დამნაშავეთა ჯგუფის საკავება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი საქართველოში გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე სახლში წვეულებას მართავდნენ.

როგორც თურქული მედია იტყობინება, დაკავებულთა შორისაა თურქეთის მოქალაქე- 41 წლის ოსმან გ. დანარჩენი 7 ქართველი ეროვნებისაა და მათ შორის ხუთი: 41 წლის -ხათუნა დ. (ოსმან გ-ს მეუღლე) – 26 წლის თეა კ. – 26 წლის ზურაბ ო. – 55 წლის თეიმურაზ ჯ. -24 წლის ლევან კ. საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო 48 წლის გოჩა კ. რუსეთის მოქალაქეა და 41 წლის მალხაზ უ. კი უკრაინის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42