ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაგლეჯილი გულიკო ჭიტაძე ინციდენტის შემდეგ პირველ კომენტარს ჟურნალს „საკრესთან“ აკეთებს და მომხდარს იხსენებს.
„ვეფხვების ვოლიერთან ჩემს მეგობართან ერთად მივედი, რომ ჩემი გაზრდილი ბოკვერებისთვის ფოტოები გადამეღო. ზემოდან გადავუღეთ სურათები. ამ დროს დამთვალიერებელს, ერთ პატარა ბავშვს, ვეფხვებთან სათამაშო ჩაუვარდა და დავინახე, ქვემოთ ჩასვლას რომ აპირებდა, დავუძახე, არ ჩახვიდეთ, არ შეიძლება, საშიშია, მე თვითონ ამოგიტანთ, რადგან მე ვიცი ვეფხვებთან მოქცევის წესები-მეთქი. ჩავედი ვოლიერთან, სათამაშო ავიღე და შეცდომა დავუშვი, რადგან ქვემოდანვე ამოვგუდე პატრონს. ამ დროს ჩემი კაბა გაფრიალდა და ერთმა ვეფხვმა კლანჭი გამომდო კაბაზე, ნელ-ნელა მიმითრია. კაბა არ გაიხა და კარგადაც ვებრძოლე.
ჩემი ბრალია, არ უნდა ჩავსულიყავი, რადგან ვეფხვების წესი ვიცი, მაგრამ ბავშვი ძალიან ტიროდა იმ სათამაშოს გამო და შემეცოდა. კაბით მიმიტაცეს და ბრჭყალების ჩამოსმა დამიწყეს, კბილიც გამკრეს. ამ ბოკვერების დედა ჩემი გაზრდილი იყო და შვილებს ცემა დაუწყო, ჩამომაცილა, თორემ რა მოხდეობდა, არ ვიცი. იქვე ჩვენი სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, მომეშველნენ და ასე დავუძვერი ხელიდან. წარმოიდგინეთ, კატამ რომ ოთახში იცის, კლანჭებს რომ ჩამოგისვამთ და გეთამაშებათ, ისეთი სიტუაცია იყო“.
"სარკე": რამდენი ვეფხვი იყო გალიაში?
"ერთი დედა და სამი ბოკვერი. გამოქცევა რომ არ მომესწრო, შეიძლებოდა, ჩემთვის მთელი სხეული დაეგლიჯათ. ბავშვი შემეცოდა და ის წესი დამავიწყდა, რომ ასეთ დროს არავინ უნდა შეიცოდო. მეგონა, დაზღვეული ვიყავი, მაგრამ... 100 ვეფხვის ბოკვერი მაინც მყავს გაზრდილი, ასევე - ლომები. ჩემი გაზრდილი ცხოველები თავს არასოდეს მესხმიან. ამ ბოკვერებმა ჩემ მიმართ აგრესია კი არ".
შემთხვევა თბილისის ზოოპარკში 26 მაისს მოხდა. მომვლელი ქალბატონი ვეფხვმა დაგლიჯა. მას ოპერაცია გაუკეთდა. საჭირო გახდა ხელის ამპუტაცია.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






