ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები მხოლოდ ღამის საათებში დაწესდება. ამის შესახებ საკებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განაცხადა და განმარტა, რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე იმოქმედებს.
რაც შეეხება დღის საათებს, მისი თქმით, რეგულაციები ამ დროის აღარ იმოქმედებს.
კობახიძის განმარტებით, დაჯარიმდება ის დაწესებულება ან კერძო პირი, სადაც ხმაური 30 დეციბილზე მაღლა იქნება და ამ ყველაფერს პატრული გააკონტროლებს.
„ყოველი მესამე ეკიპაჟი აღიჭურვება ხმაურმზომი აპარატით. თუ მოქალაქეს შეაწუხებს ხმაური უნდა დაუკავშირდეს 112-ს და ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია მივა ადგილზე. შეამოწმებენ არის თუ არა სამართალდარღვევა და სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში ადგილზევე გამოწერენ ჯარიმას. ხმაურის გადაჭარბების დროს კერძო პირის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა იქნება 150 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა გაორმაგდება“, - განაცხადა კობახიძემ და განმარტა, რომ საკურორტო ზონებს სამთვიანი შეღავათი დაუწესდათ.
მასალის გამოყენების პირობები






