გარემოს დაცვის სამინისტრო ხევსურეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანდაკის ხეობაში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გააქტიურებას. არსებული ინფორმაციით, 1 ადამიანი არის დაკარგული. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგების მიერ მოხდება ადგილზე სიტუაციის შეფასება, რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხევსურეთში სოფელ ხონედან აღმოსავლეთით, ჩეჩნეთის საზღვართან თოვლის მასა ჩამოწვა. ზვავის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი. სტიქიის მიზეზი დიდი მოცულობის გლაციალური ღვარცოფი წარმოქმნა გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






