საბურთალოზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
საზოგადოება - 19:28, 02 Jun, 2015     692
საბურთალოზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. რამდენიმე მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა. ბახტრიონის ქ.N26-ის ეზოში 600კვ.მ ასფალტი დაიგო. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ბორდიურები და სადარბაზოებთან მისასვლელი გზები.

1 330კვ.მ ასფალტი დაიგო გრიგოლ ფერაძის N2-ის N10 კორპუსში. ამ კორპუსში საბურთალოს რაიონის უფასო სასადილო მდებარეობს. ეზოში გზის საფარი სრულად დაზიანებული იყო და სასადილოსთან მისვლა მოხუცებს უჭირდათ. პროექტის განხორციელების შემდეგ, კორპუსის მთელ პერიმეტრზე გზის საფარი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბორდიურებიც.

ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-8 ჩასახვევიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე. ამ მისამართზე სულ 4 200კვ.მ ორფენოვანი ასფალტი არა მარტო ცენტრალურ გზებზე, არამედ შემაერთებელ ქუჩებზეც დაიგება. პროექტის ღირებულება 272 563 ლარია.

3 900კვ.მ შიდა ეზოს რეაბილიტაცია უკვე დაიწყო ალექსიძის ქ.N2-ის მიმდებარედ. რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის წინ ძველი ასფალტის საფარი უკვე მოხსნილია და ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციების კვანძების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ მისამართზე მიმდინარე პროექტის ღირებულება 256 423 ლარია.

დიდ დიღომში, მირიან მეფის N15-თან კი ასფალტის დაგებამდე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. 431 კვ.მ-ზე ახალი სკვერის პროექტის ღირებულება 35 880 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42