თბილისი იოგას საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს
საზოგადოება - 18:03, 02 Jun, 2015     1237
თბილისი 21 ივნისს იოგას საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით დღეს სიანფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის ელჩი, გაეროს ელჩი საქართველოში და იოგას ცენტ „ანანდას“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, 21 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, რიყის პარკში იოგას საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, ჩატარდება მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცადებით, დედაქალაქის მერია ყველა იმ ღონისძიებას დაუჭერს მხარს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„საქართველოში იოგით ბევრი ადამიანია დაკავებული. ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, ამიტომ თბილისის მერია ყველა მსგავსი ღონისძიების მხარდამჭერი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„ინდოეთს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პირველად მიეცა შესაძლებლობა იოგას შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში გაავრცელოს. იოგა, ეს არის უძვირფასესი საჩუქარი, რაც კაცობრიობას დაუტოვა ინდოეთის კულტურამ და ტრადიციამ“, - განაცხადა საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის ელჩმა სურეშ ბაბუმ.

საქართველოსთან ერთად ამ დღეს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აღნიშნავენ, რადგან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა.

„თქვენ იცით, რომ გაეროს ერთ-ერთი ძირითადი მანდატი მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. მშვიდობა კი მეტწილად უკავშირდება იოგას, რადგან მშვიდობა არის არა მარტო ჩვენს გარეთ, პირველ რიგში მშვიდობა უნდა იყოს ჩვენს შიგნით და იოგა სწორედ ამის ერთ-ერთი გზაა“, - განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილ სკოტმა.

21 ივნისს იოგას საერთაშორისო დღის ორგანიზატორები და მხარდამჭერები თბილისის მერია, საქართველოსა და სომხეთში ინდოეთის საელჩო, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და იოგას ცენტრი „ანანდაა“. რიყის პარკში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42