წინამძღვრიშვილის N44/46 -სა და ჩიტაიას N4-ში საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. 59 495 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში სახლის საძირკველი გამაგრდება და კედელი ლითონის ბადით მოიჭიმება.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართებზე 31 ოჯახი ცხოვრობს.
ამ დროისთვის ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახლების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები 30 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტებზე 1 054 204 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად სულ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები






