სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელი დააზარალა, მაგალითად მერეთში მოსავლის 95% განადგურებული.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა განუცხადეს, წელს შემოსავლის ერთადერთი იმედის გარეშე დარჩნენ. ძირითადად განადგურებულია, ხეხილი, ვაზი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. გლეხების დიდ ნაწილს მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან კრედიტები აქვთ აღებული რის დაფარვასაც შიშობენ, რომ ვეღარ შეძლებენ.
თითქმის იდენტურია დასეტყვილი სხვა სოფლების მცხოვრებთა მდგომარეობა. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილი სობისში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის მეთაურმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაზარალებულებს უთხრეს, რომ ზარალის დამთვლელი კომისია უახლოეს დღეებში შეიქმნება რომელიც სტიქიის შედეგებს აღწერს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ჯერ კიდევ ორი დღის წინ დაისეტყვა, მაშინ მოსავლის 30% დაზიანდა, გუშინდელმა სტიქიამ კი მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.
მასალის გამოყენების პირობები






