ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამის მიმდინარეობას აქტიურად უჭერს მხარს თბილისის მერია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის თებერვალში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
„ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამას გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტისა“ (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარებას“ (Aktion Deutschland Hilft) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






