ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გუშინ ქართული სპორტის მუზეუმმა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებს კალათბურთში საქართველოს ჩემპიონები, შსს აკადემიის წევრები ნიკა მეტრეველი და გიორგი შარაბიძე შეხვდნენ.
„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მიხარია, რომ პატარებს ვუმასპინძლეთ. ასეთი რამ უცხოეთში ხშირად ხდება, მეც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში და კარგია, რომ მსგავსი რამ ჩვენთანაც ეწყობა. დიდი მადლობა პატარებს და ქართული სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელებს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა მეტრეველმა.
„აქ პირველად ვარ. მუზეუმში ძალიან ბევრი საინტერესო თასი და მედალი ვნახე. ძალიან მიხარია კალათბურთელებთან შეხვედრა, მათ ჩვენს ბევრ კითხვას უპასუხეს", - გვითხრა ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლემ დაჩი კირვალიძემ.
ქართული სპორტის მუზეუმი დღეს ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეთა მეორე ჯგუფს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






