ამერიკული აკადემიის (AMAC) მიზანია, შემოიტანოს საქართველოში განათლების ახალი სტანდარტი - კობიძე
საზოგადოება - 20:49, 01 Jun, 2015     1882
საქართველოში ამერიკული განათლების ცენტრი (American Academy of Practical Solutions and Reforms) უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს და როგორც აკადემიის დამფუძნებლები აცხადებენ, ის ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მათი თქმით, გარდა უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული განათლებისა, იქნება აუცილებელი პირობა ახალგაზრდების წარმატებული საქმიანობისთვის ამა თუ იმ სფეროში.

,,ნიუპოსტი“ AMAC-ის შესახებ სამართლის ექსპერტს ირაკლი კობიძეს ესაუბრა, რომელიც თავისი ფართო იურიდიული გამოცდილებით, აკადემიის სტუდენტებს იმ პრაქტიკულ სწავლებას უტარებს, რომელიც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.

ირაკლი კობიძე საქართველოს უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებების საკითხებში. 6 წლის განმავლობაში იყო პროკურორი. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - იურიდიული დახმარების სამსახურს. 2011 წელს - ვენის გაეროს ოფისში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომიბაზე საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.

_,,პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და რეფორმების ამერიკული აკადემია“ (AMAC) გახლავთ ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც უკვე ერთი თვეა საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს. ამერიკული აკადემიის მიზანი გახლავთ, მსენელთათავის სხვადასხვა სფეროში ისეთი ტიპის ლექციებისა და ტრენინგების ჩატარება, რომელიც, პროფესიიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული უნარჩევვებისა და რეალური მუშაობის დროს წამოჭრილი პრაქტიკული საკითხების ეფაექტურად გადაწყვეტის უზრუნველყოფისაკენ. აღნიშნული ორგანიზაციის ტრენინგები და მოდულები არის აწყობილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემის მიერ აღიარებული სტანდარტებზე. ანუ ყველა მოდული არის იმგვარად აგებული, რომ ორიენტირებულია პროფესიონალების მომზადებაზე.

_თქვენ როგორც სამართლის სპეციალისტი, კონკრეტულად რა სახის ტრენინგებს ატარებთ?

_მე გახლავართ იურისტი. 6 წელი გახლდით პროკურორი, 2009-2012 წლებში იურიდიული დახმარების კომპანიის ხელმძღვანელი ვიყავი და ჩემს მიერ ჩატარებული ტრენინგები მიზნად ისახავს, დამწყები ადვოკატებისათვის ისეთი უნარჩვევებსა და ისეთ პრაქტიკულ სირთულეებზე ყურადღების გამახვილებას, რომელსაც თვითონ პროგრამებიდან გამომდინარე, ვერცერთი უნივერსიტეტი და ვერც სამაგისტრო განათლება ვერ იძლევა, გამომდინარე განათლების სისტემიდან. მე პირადად, მრავალ სისხლის სამართლის საქმეში მაქვს მიღებული მონაწილეობა და ვხელმძღვანელობდი საადვოკატო მომსახურების სამსახურს და ასევე, მიღებული მაქვს გამოცდილება მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კუთხით, რომელიც გულისხმობს საადვოკატო უნარჩვევებისა და საქმიანობის დახვეწას.

_იგივე სამართლის დარგში და კერძოდ საადვოკატო საქმიანობაში, რა იქნება განსხვავებული, რასაც თქვენ სთავაზობთ ახალგაზდებს და რაშია ამერიკული აკადემიის უპირატესობა, თუნდაც უნივერსიტეტში მიღებულ განათლებასთან შედარებით?

_ჩვენ გვაქვს ტრენინგები პოლიტიკურ ტექნოლოგიებთან, ექპერტიზასთან დაკავშირებით, აგრეთვე ენერგეტიკა, საარჩევნო სისტემა და ა.შ. ყველა ჩვენი ტრენერი, გარდა ღრმა თეორიული და უმაღლესი განათლებისა, არის დიდი გამოცდილების მქონე, რომლითაც მსმენელს დააინტერესებს იმ კუთხით, რომ როცა ის მივა სამსახურში იყოს განსხვავებული სხვა ახლად დამწყებ მომუშავისგან. ამდენად, ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის სხვადასხვა დარგში და ჩემს შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების გაწევის დარგში, ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე ორიენტაცია, რომელსაც საქართველოში მოქმედი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ იძლევიან. ამერიკული აკადემია სწორედ ამით გახლავთ უნიკალური. ჩვენ ვცდილობთ, შემოვიტანოთ საქართველოში განათლების ახალი სტანდარტი, რომელიც მხოლოდ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზეა ორიენტირებული და მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს იქნება აუცილებლად წარმატების გარანტი დამწყები მუშაკისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42