ჭორები იმის შესახებ, რომ თამო ვაშალომიძეს „ფლეიბოიში“ არ იღებენ სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველი სექსიმბოლო უკრაინაში დღეს მიემგზავრება. როგორც თამუნამ ნიუპოსტს განუცხადა ცნობილ გამოცემა Playboy-ში მოდელს ივლისის შუა რიცხვებში ვიხილავთ.
თამუნა ვაშალომიძე: „განწყობა ძალიან დადებითი მაქვს, შემართებით ვარ. ჟურნალი ივლისის შუა რიცხვებში გამოვა. ფოტოსესია 5-6 დღე მექნება, 8-ში ან 9-ში დავბრუნდები საქართველოში.
-როგორც ვიცოდით მოსკოვში უნდა გაფრენილიყავი
-ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა,ჩემი ბრალი იყო, არასწორად შევავსე ანკეტა. ამიტომ მივფრინავ უკრაინაში. ის ფოტოები, რომელსაც კიევში გადამიღებენ მოსკოვში გადაიგზავნება და დაიბეჭდება ჟურნალში. ასე რომ ამ მხრივ არაფერი შეცცვლილა. უბრალოდ შეიცვალა გადაღების ადგილმდებარეობა.
უკვე ვიცი, როგორც უნდა გადამიღონ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გეტყვით, რადგან კონტრაქტით არ შეიძლება. ვიცი, რომ ძალიან განსხვავებული ვიქნები და ძალიან საინტერესეოც იქნება.
უკრაინაშიც ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ჟურნალის რედაქტორს უნდა შევხვდე, მაქვს მოლაპარაკებები.

მასალის გამოყენების პირობები






