დავით ნარმანიამ ცხოველისგან დაშავებული ზოოპარკის მომვლელი მოინახულა
საზოგადოება - 14:21, 01 Jun, 2015     1854
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცხოველისგან დაშავებული ზოოპარკის მთავარი მომვლელი გულიკო ჭიტაძე მოინახულა. დავით ნარმანიას განცხადებით, საყოველთაო დაზღვევამ გულიკო ჭიტაძეს მკურნალობა ნაწილობრივ აუნაზღაურა, დარჩენილ ხარჯებს კი თბილისის მერია გაიღებს.

„მან 25 წელი იმუშავა ზოოპარკში და ემსახურა ხალხს. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა უმოკლეს დროში გაუმჯობესებულიყო. მკურნალობის ძირითადი ნაწილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ფინანსდება, სხვა ნაწილში მას თბილისის მერია დაეხმარება, რათა ქალბატონი გულიკო სრულად გამოჯანმრთელდეს და ზოოპარკში დაბრუნდეს. ჩვენ მას თბილისის ზოოპარკში ველოდებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც გულიკო ჭიტაძის მკურნალი ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში მოხდება.

გულიკო ჭიტაძე რეაბილიტაციის შემდეგ ზოოპარკში დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე 26 მაისს ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.

გულიკო ჭიტაძე 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა ინციდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42