ახალი ნარკოტიკი ქართულ შავ ბაზარზე - მის მიღება კანზე დაწებების გზით შეიძლება
საზოგადოება - 13:35, 01 Jun, 2015     7315
ოპიუმის პლასტირი – ამ სახელწოდების ახალი ნარკოტიკი საქართველოში ე.წ. შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს. ინფორმაციას ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხათუნა თოდაძეც ადასტურებს.

“სამართალდამცავებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, ნარკომომხმარებლებს კი – 100-პროცენტიანი ოპიუმის ჯგუფის შემცველი ნარკოტიკი ორიგინალური შეფუთვით. ოპიუმის პლასტირები, შეიძლება ითქვას, ბოლო გამოძახილია ნარკობიზნესში, რადგან მსგავსი დახვეწილი მეთოდით ნარკოტიკით გაბრუება ნამდვილი „ნოუ ჰაუა“. როგორც ირკვევა, ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა შთამბეჭდავ მეთოდს მიაგნეს, რომლის მიზანია, პრეპარატი უმტკივნეულოდ, ინექციას გარეშე მოხვდეს ორგანიზმში. კერძოდ, თუ აქამდე მორფინს ინტრავენური გზით, ანუ შპრიცით მოიხმარდნენ, პლასტირის შემთხვევაში საინექციო საშუალებები საჭირო აღარ არის.

ნარკოლოგების ინფორმაციით, პლასტირი გაჟღენთილი და დამუშავებულია ქიმიურად. ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის პლასტირს მომხმარებელი ერთი ხელის მოძრაობით იკრავს სხეულზე, კერძოდ, მხარზე და პრეპარატი რამდენიმე წუთში ორგანიზმში შეიწოვება, რაც იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას. ოპიუმის პლასტირებს უკვე აქტიურად მოიხმარენ ესპანეთში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში”, – წერს “პრაიმტაიმი”.


წყარო "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42