ყველაზე სასურველი და სიმპათიური მამაკაცები, რომლებმაც აღიარეს რომ გეები არიან
საზოგადოება - 13:26, 01 Jun, 2015     19887
გთავაზობთ ჩამონათვალს ყველაზე სასურველი, სიმპათიური და წარმატებული ცნობილი მამაკაცებისა, რომლებმაც აღიარეს საკუთარი ჰომოსექსუალობა.

1. რიკი მარტინი.

პუერტორიკოელი მომღერლისა და სექს-სიმბოლოს, რიკი მარტინის აღიარებამ შოკში ჩააგდო მისი თაყვანისმცემლები. მით უმეტეს, რომ ვარსკვლავი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით მსოფლიოს ულამაზეს ქალებთან. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ნიღაბი იყო. 2010 წლის 29 მარტს მარტინმა სოციალური ქსელით ამცნო პუბლიკას, რომ ჰომოსექსუალია. ინტერვიებში მან აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია ხვდება კარლოს გონსალეს აბელს, ბირჟის მაკლერს, რომელთანაც დაქორწინებას აპირებს. თუმცა წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მომღერალი მარტო ზრდის ტყუპ ბიჭებს.

2. ადამ ლამბერტი.

ამერიკული სატელევიზიო შოუს "American Idol"-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მონაწილემ, ადამ ლამბერტმა ფინალამდე ერთი კვირით ადრე აღიარე, რომ ჰომოსექსუალია. ბევრი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ სიახლის გამო დაიკავა ლამბერტმა პროექში მხოლოდ მეორე ადგილი. თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მომღერლის კარიერაზე. მან წარმატებით ჩაწერა რამდენიმე სოლო ალბომი, მიიღო მონაწილეობა ტურში ჯგუფ Queen-თან ერთად სოლისტის ამპლუაში და გადაირეს სერიალში "ხელმოცარულები". რაც შეეხება, პირად ცხოვრებას, ლამბერტი დიდი ხანია ცხოვრობს თავის მეგობართან, საული კოსკინენთან, რომელიც ერთ-ერთი ფინური ტელეპროექტის ვასკვლავია.

3. ტომ ფორდი

მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი ტომ ფორდი არასოდეს მალავდა თავის ორიენტაციას. იგი უკვე 30 წელია ცხოვრობს ჟურნალისტ რიჩარდ ბაკლისთან, რომელთან ერთად ზრდის ვაჟს.

4. ზაკარი კუინტო.

მსახიობმა, რომელმაც კომანდორ სპოკის როლი შეასრულა ფილმში "ვარსკვლავური გზა" და მანიაკი მკვლელი განასახიერა სერიალში "გმირი", 2011 წელს აღიარა არატრადიციული ორიენტაცია. რამდენიმე წელიწადი იგი ხვდებოდა მსახიობ ჯონათან გროფს, თუმცა გასულ წელს ისინი დაშორდნენ.

5. მეთიუ ბომერი.

მომხიბვლელი ნიკ კეფრი სერიალიდან "თეთრი საყელო", დიდხანს გაურბოდა ჟურნალისტების შეკითხვებს მისი ორიენტაციის შესახებ. დროთა განმავლობაში კი აღიარა, რომ რამდენიმე წელიწადია რეკლამის სპეციალისტთან, საიმონ ჰოლსთან ერთად ცხოვრობს და სამ შვილს ზრდის.

6. ლუკ ევანსი.

"ჰობიტისა" და "მუშკეტერების" ვარსკვლავი, ბრიტანელი მსახიობი ლუკ ევანსი, რომელიც ჰოლივუდში მალევე გახდა წარმატებული, არასოდეს მალავდა თავის ორიენტაციას. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს, კარიერის დასაწყისში განაცხადა. თუმცა 2010 წელს ჟურნალისტებმა რამდენჯერმე შეისწრეს მსახიობი ქალბატონთან - თავის პიარ-მენეჯერთან რომანტიულ პაემნებზე. მშვენიერი სქესის წარმომადგენელთან შეხვედრების შესახებ შეკითხვებზე პასუხს ევანსი თავს არიდებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ კარგი მოსაუბრეა და ამით იზიდავს ქალბატონებს.

7. რუპერტ ევერეტი

მსახიობი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა ჯულია რობერტსის ჰომოსექსუალი მეგობრის როლით ფილმიდან "საუკეთესო მეგობრის ქორწილი", ცხოვრებაშიც იგივე ორიენტაციისაა. ეს მან ჯერ კიდევ 1989 წელს აღიარა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს აღიარება კარიერის ფასად დაუჯდა. მიუხედავად თავისი ორიენტაციისა, იგი ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალმა წყვილებმა არ უნდა აიყვანონ შვილები, რათა არ მიაყენონ მათ ფსიქიკას ტრავმა. მსახიობი ამბობს, რომ ბავშვებს ნორმალური დედა და ჩვეულებრივი მამა უნდა ჰყავდეთ. ამისთვის მას ბევრი ჰომოფობიაში ადანაშაულებს, თუმცა ამას ევერეტი ყურადრებას არ აქცევს.
მსახიობი გულახდილად საუბრობს თავის ბავშვობაზე იმაზე, რაც, მისი აზრით გახდა მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის მიზეზი. იგი ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, მამამისი სამხედრო იყო. დედამ 7 წლის რუპერტი ინტერნატში მიაბარა, საიდანაც 16 წლისა გაიქცა, ნარკოტიკებს მიეძალა და იმის გამო, რომ მშობლებმა დახმარებაზე უარი უთხრეს, ფულის საშოვნელად საკუთარი სხეულით ვაჭრობაც მოუხდა. მსახიობი ამტკიცებს, რომ სწორედ მაშინ დაიწყო მასში ცვლილებები.

წყარო: http://wwww.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42