"არ იყო არასრულწლოვანი და არც დაძალებით ყოფილა"- ალექსანდრე სუმბაძის სკანდალური ინტერვიუ
საზოგადოება - 13:06, 01 Jun, 2015     4500
გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს აშშ-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიით ვაჭრობაში მხილებულ ალექსანდრე სუმბაძესთან. გამოცემის ინფორმაციით, სუმბაძე საქართველოშია, მისი ადვოკატები კი Washington Post-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას სუმბაძე ამბობს, რომ მედიამ მის შესახებ არასწორია ინფორმაცია გაავრცელა და ირწმუნება, რომ კანონდარღვევით სექსი არავისთან ჰქონია.

„ადვოკატები მუშაობენ და ვაპირებ ჩივილს. აშშ-ში ცილისწამება დასჯადია და ვაპირებ ვიჩივლო, რადგან რაც იქ წერია არ არის მართალი… მე დანაშაული არ მიღიარებია, ვიმყოფებოდი დაკითხვაზე და შეკითხვებს გავეცი პასუხი. პოლიციასთან პრობლემები არ მქონია, უბრალოდ დამკითხეს, იყო გაურკვევლობა, რადგან ერთხელ გვიან ღამე მივედი კარატეს სკოლაში, ცოტა ხანს დავრჩი ერთ ადამიანთან ერთად, პრობლემა ის გახლავთ, რომ რადგან ვერ დაადგინეს მისი ასაკი, ამიტომ დამკითხეს, მაგრამ ეს ადამიანი არც ჩემი სტუდენტი იყო არც არასრულწლოვანი და არც დაძალებით ყოფილა რამე, ეს იყო შეთანხმებით სრულწლოვანთან, თან ისეთ პერიოდში , როცა იქ სტუდენტები არ იმყოფებოდნენ, მარტო ჩვენ ვიყავით, ეს იყო 20 წლის ბიჭი და უბრალოდ ადგენდნენ ვინ იყო. – აცხადებს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ალექსანდრე სუმბაძე, ის მის სახლში სექსუალური ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალის არსებობას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს , რომ აღნიშნული ვიდეომასალა ბავშვთა პორნოგრაფიას არ შეიცავდა.

„ის კადრები, რომელიც ჩემი სახლიდან ამოიღეს, არ ყოფილა არსად, ის იყო ჩემს კუთვნილებაში და ეს არ ყოფილა ჩემს სტუდენტთან, არც დაძალება იყო. ეს იყო შეთანხმებით და არანაირი გაყიდვა და საიტებისთვის გადაცემა არ მომხდარა. მაგ თემაში დანაშაული არანაირად არ არის.

მისი თქმით, ქართველ სამართალდამცავებს ის დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და თბილისში, ჩვეულებრივ ცხოვრობს.

26 წლის ალექსანდრე სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორად მუშაობდა შეერთებული შტატების დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბეთესდაში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო პორნოგრაფიული კადრები, სადაც სუმბაძესთან ერთად სავარაუდოდ, მისი მოსწავლეები ჩანან და გადაღებაც კარატეს დარბაზში ხდებოდა.

გამოძიება ამ საქმეზე შარშან დეკემბერში დაიწყო. ადგილობრივ პოლიციას სამხრეთ დაკოტას შტატის პოლიციამ შეატყობინა, რომ ქალაქ ბეთესდადან ვიღაცამ ინტერნეტში საბავშვო პორნოგრაფია ატვირთა.


წყარო "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42