მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ სიონში ახალ ბაგა -ბაღს აშენებს
საზოგადოება - 13:06, 01 Jun, 2015     1225

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალისაბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ახორციელებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ,ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სიონის აღსაზრდელები ახალ, ინფრასტრუქტურულად გამართულ ბაღში შეძლებენ სიარულს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 145999,98 ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ ბაღში 30 აღსაზრდელი შეძლებს სიარულს. ამჟამად სოფელში ბაგა- ბაღი საერთოდ არ არსებობს, რაც მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.

სამშენებლო სამუშაოებზე 20- მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება და ახალი სეზონისთვის, კერძოდ, სექტემბრიდან ბავშვების მისაღებად მზად იქნება. ამჟამადსიონის მოსახლეობას აღსაზრდელები ბაღის არ არსებობის გამო ე.წ. ოჯახური ტიპის კერძო ბაღში დაჰყავს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან იქ პატარების აღსაზრდელად საჭირო ინფრასტრუქტურული პირობებიარ არსებობს. გარდა სოფელ სიონის მოსახლეობისა, აღნიშნულ ბაღში კიდევ ორი მეზობელი სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ახალი შენობის მშენებლობა, გაკეთდება კარ-ფანჯრები, მოეწყობა ახალი იატაკი, გაკეთდება საპირფარეშო, სამზარეულო და სასადილო ოთახი, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, ასევე მოეწყობა ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები. გამართული ინფრასტრუქტურა და სუფთა გარემო ყველა ბავშვის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით აღნიშნულ პროექტს ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42