შსს პოლიციელის დღეს ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
საზოგადოება - 10:55, 31 May, 2015     2023

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს ქუთაისში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამშრომლებს პოლიციელის დღეს პირადად მიულოცავს და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელებს დააჯილდოვებს. მინისტრი დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს მედლებს პირადად გადასცემს. ვახტანგ გომელაური ასევე დააჯილდოვებს მოქმედ პოლიციელებს.

ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებს გამოფენას, სადაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ავტოპარკს, ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას წარმოადგენს: საპატრულო პოლიციის ახალ ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორს“, „მინიკუპერს“, „პიკაპს“, მოტოციკლ „იამაჰას“, ელექტრომობილს; საბრძოლო ჯავშანტექნიკას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს; დაცვის პოლიციის ავტოპარკს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, ავტოპარკს, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას; საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო და სამაშველო ავტომანქანებს, თოვლმავალსა და აღჭურვილობას; საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ავტოპარკს, მოძრავ ლაბორატორიას და ეკიპირებას. გაიმართება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი, „3D“ ბილეთების ჩვენება და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე მართვის მოწმობის დამზადების პროცესის და ახალი სანომრე ნიშნების შესარჩევი სენსორული მონიტორის დემონსტრირება.

შსს-ს მომსახურების სააგენტო გუნდ „MIA Force“-ის სარბოლო ავტომობილებს და საერთაშორისო ჩემპიონატებზე მოპოვებულ თასებს წარმოადგენს. ღონისძიებას თავად მრბოლელებიც დაესწრებიან.

„112“ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS და ვიდეოზარის ახალი სერვისის შესახებ რგოლებს და საინფორმაციო მასალებს წარმოადგენს.

შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში მსურველებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოირგონ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სამართალდამცველების ისტორიული სამოსი, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნები.

შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42