დღეს თბილისში, Europe-bet.com - ის „პოკერ რუმში“, World Poker Tour ( WPT) ტურნირების სერიამ სტარტი აიღო, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდია $200 000. 4 ივნისიდან დაიწყება ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისათვის. ტურნირში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი ისე უცხოელი მოთამაშეები. ტურნირი გაგრძელდება 7 ივნისამდე და დასრულდება ფინალური მაგიდის თამაშით - FINAL Table. ჩემპიონატის გახსნას ესწრებიან ევროპაბეთის, Poker CLub management-ისდა WPT -ის წარმომადგენლები.
"პოკერ რუმის" მენეჯმენტი უზრუნველყოფს WPT სტანდარტების მკაცრ დაცვას. მოთამაშეებისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად, გარდა კომფორტული სათამაშო ტერიტორიისა, დამატებით არის გასართობი ტერიტორია, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ განიტვირთონ.

დღევანდელი დღე დაიწყო უფასო ტურნირით, სადაც გათამაშდება 4 ბილეთი მეინ ივენთზე. გამარჯვებული მოთამაშეები სრულიად უფასოდ ითამაშებენ "მეინ ივენთზე“ და ასევე აქვთ შანსი, მოიგონ წილი 200 000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან.
მიუხედავად ტურნირის დაწყებისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერ დროს შემოუერთდეს და ითამაშოს მსოფლიო დონის პოკერის, როგორც ტურნირის, ასევე "ქვეთამაშები".
ევროპაბეთი გაძლევთ უნიკალურ საშუალებას თავად ნახოთ საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელი მომენტი Livestream-ის საშუალებით.
ამისათვის 2, 3 და 7 ივნისს შემობრძანდით www.WPT.ge საიტზე და თვალი ადევნეთ საქართველოში პირველი World Poker Tour Nationa Event-ს.
როგორც უკვე ცნობილია, ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე, WPT-ს ოფიციალური წარმომადგენლები თბილისს ეწვივნენ მოსამზადებელი სამუშაოების მონიტორინგისთვის.
შეგახსენებთ, რომ World Poker Tour დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული „ჩემპიონთა თასით“ („WPT Champions Cup™“) და ასევე, დეკემბერში, WPT-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით.მასალის გამოყენების პირობები






