თბილისის ზღვის გარშემო 12-კილომეტრიანი გზის შეკეთება 15 ივლისს დასრულდება
საზოგადოება - 09:50, 30 May, 2015     2418

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თბილისის ზღვის გარშემო გზის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში თბილისის ზღვის გარშემო საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი კაპიტალურად შეკეთდება, გაიხსნება ძველი და მოეწყობა ახალი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ზღვის შემოვლითი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს პარალელურ რეჟიმში შ.პ.ს „ბლექ-სი გრუპი“ და ს.ს „საგზაო კომპანია თბილისი“ აწარმოებენ.

თბილისის მერის განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში, ველორბოლაში შეჯიბრი გაიმართება. შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე დასრულდება.

„ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ქალაქს დარჩება მოწესრიგებული გზა და მოქალაქეები ამ გზით ისარგებლებენ, რადგან ამ გზით სარგებლობა და გადაადგილება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებისთვისაც მარტივია“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის კეთილმოწყობის სამსასახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, აღნიშნული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებულა.

„საფუძვლიანად იქნება გამოცვლილი, როგორც საზაო კონსტრუქცია, ასევე მონიშვნა, გვერდულები და ა.შ ანუ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, ამ გზაზე არანაირი სახის სამუშოების განხორცილება საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

საგზაო სამუშაოების გამო, 15 ივლისის ჩათვლით, თემქის დასახლებიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება და გადაადგილება თბილისის ზღვის მარცხენა მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება ორმხრივად.

საგზაო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 6 100 000 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42