,,ეროვნული ბანკის კონსტიტუციური უფლებამოსილება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“ - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
საზოგადოება - 12:52, 30 May, 2015     1611
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და აღნიშნულ ინიციატივას ეროვნული ბანკისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეები, უარი თქვას პროცესის პოლიტიზირებაზე და ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის შესუსტებაზე.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავცელებულ ერთობლივ განცხადებას:

,,საქართველოს პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა ნაჩქარევად არის მომზადებული და თავისი არსით აზიანებს ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუტს; კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის ძირითადი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტუტუციის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“.

მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს გასულ წელს უკვე ჩამოერთვა ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია, ამჟამად კი იგეგმება საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა, ბანკი სრულყოფილად ვეღარ შეძლებს მისი მთავარი ფუნქციის განხორციელებას.

ამასთან, გაუგებარია ასეთი ინიციატივის საფუძველი მაშინ, როცა საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად 2008 წლის ომისა, რუსეთის სავაჭრო ემბარგოს, საერთაშორისო კრიზისებისა თუ ეკონომიკური პრობლემებისა, ინარჩუნებს სტაბილურობას და საზოგადოების ნდობას; საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ერთობლივ ანგარიშში კი დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკა, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის კუთხით შექმნილი სისტემა და საქმიანობა.

საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ კანონპროექტთან მიმართებაში და მიანიშნეს იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ ინიციატივამ შეიძლება შექმნას.

ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს შევუერთდეთ ბიზნეს-სექტორის პრაქტიკულად უპრეცენდენტო ერთობლივ პოზიციას და, ამასთან, ხაზი გავუსვათ რამდენიმე საკითხს:

კანონპროექტის მომზადებაში არ იყო ჩართული ეროვნული ბანკი, რაც კონსტიტუციით გარანტირებული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის აშკარა შელახვას წარმოადგენს;

კანონპროექტის მომზადებაში ასევე არ იყვნენ ჩართული ექსპერტები, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც სრულიად გაუმართლებელია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე;

არ არის დასაბუთებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის მიზანშეწონილობა და კითხვებს აჩენს მისი ინიცირების დრო და სიჩქარე;

საბჭოს დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი საბჭოს პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტის მაღალ რისკს შეიცავს, განსხვავებით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების წესისგან;

მსგავსი გადაწყვეტილება დააზიანებს საბანკო სექტორს, მაგრამ ამავდროულად შეეხება თითოეულ ადამიანს, რომელსაც საბანკო სექტორთან რაიმე ტიპის ურთიერთობა აქვს, ანუ პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მას ექნება ძალიან მკვეთრი პარალელური უარყოფითი ეფექტი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-იმიჯზე, შესაბამისად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეები, უარი თქვას პროცესის პოლიტიზირებაზე და ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის შესუსტებაზე“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ (OSGF)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42