აქ თითქმის ყველას ნაღვლიანი თვალები და მომლოდინე მზერა აქვს. მათ შესახებ ფოტოებს სოციალურ ქსელში ყოველ დღე გულისამაჩუყებელ ისტორიებთან ერთად ანთავსებენ.
ისინი თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობენ დროებით, იქამდე სანამ ვინმე, კეთილისმყოფელი გამოჩნდება და თავისთან დააბინავებს. დღევანდელი ჩვენი „ნიუსის“ გმირი ჯინაც ერთ-ერთი მათგანია.
ნაღვლიანი ჯინას ისტორია
აღარ ყეფს ,,ჯინა"!!!
მთელი ღამე არ გაჩერებულა კანე კორსო ყეფდა და პატრონს ეძახდა...
დღეს კი, იმედი გადაწურა პატრონის ნახვის და გაუნძრევლად წევს...
საჭმელს და წყალს პირი არ დააკარა...
თანამშრომლებიც არ შეუშვა ვოლიერში, არავის დანახვა არ უნდა...
ნუ გეშინია ,,ჯინა'', დაღმართს აუცილებლად მოჰყვაბა აღმართი!
მოვა ის, ვინც ღირსეულ პატრონობას გაგიწევს!
მოვა, აუცილებლად მოვა!
თუ შენ არ შეგიძლია წლინახევრის ძუ კანე კორსოს პატრონობა, გააგებინე შენს ირგვლივ ყველას!
გაზიარეთ, გთხოვთ!!!
მასალის გამოყენების პირობები






