ამასთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვიოთარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკატერინე სისაურმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეეთა. სისაურის თქმით, სახელმწიფო ქონების სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს შენობა, დღეს აუქციონის ფორმით გასაყიდად გაიტანა.
„ქონება დედაქალაქის ცენტრში ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს. შენობისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი და მუზეუმი. აქვე მდებარეობს თბილისში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები,“-განაცხადა სისაურმა.
შენობა ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარეობს. მიწის საერთო ფართბი 4210.00კვ.მ-ს შეადგენს, მასზე განთავსებული შენობის ფართი კი 11271.52 კვ.მ-ია. აუქციონის პირობით, ობიექტის საწყისი ფასი 6 მილიონი აშშ დოლარია, მყიდველი კი ვალდებული იქნება 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს და მოახდინოს მისი ექსპლუატაციაში გაშვება. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 26 ივნისს, 17:00 საათზე.
კვირიკაშვილის უწყება შენობაში წლის ბოლომდე დარჩება, თუმცა უცნობია სად გადავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016 წლიდან.
მასალის გამოყენების პირობები






