მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ექპონატებს საფრთხე არ ემუქრება
საზოგადოება - 14:48, 29 May, 2015     1391
მცხეთა ახალი მუზეუმის მოლოდინშია. მანამდე მცხეთის ექსპონატები კონტროლის პალატის შენობაშია დასაწყობებული. მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ირწმუნება, რომ 25ათასამდე ისტორიული ექსპონატი, სარდაფში შეუსაბამო გარემოშია შენახული. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი არქეოლოგიური მუზეუმის პროექტი უკვე მზად არის და წელს მშენებლობაც დაიწყება, ხოლო ექსპონატები აბსოლუტურად დაცულია.

ცოტა ხნის წინ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს მცხეთის მუზეუმის საკითხით დაინტერესება სთხოვა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ მცხეთის მუზეუმის შენობა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” მიყიდეს, უძველესი ექსპონატები კონტროლის პალატის (აუდიტის სამსახური) სარდაფში, შეუსაბამო გარემოში დაასაწყობეს, ხოლო ახალი მუზეუმის მშენებლობა დღემდე ვერ ხერხდება. მოგვიანებით, ხუნდაძემ მცხეთის მუზეუმზე მცხეთაში წყლის ტარიფის გაძვირების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ის კომპანიაა, რომელმაც მუზეუმის შენობა დაიკავა.

“ამ კერძო კომპანიამ შეისყიდა მცხეთის მუზეუმის შენობა და მცხეთის ისტორიული ექსპონატები აბსოლუტურად შეუსაბამო გარემოში, კონტროლის პალატის შენობის სარდაფში დაასაწყობეს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ნიკოლოზ მაისურაშვილი “რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ძველი მუზეუმი მთლიანად ამორტიზირებული იყო, ცენტრალური შენობა და მასზე მიშენებული ფლიგელები ავარიული და გადახსნილი. ამიტომ, მუზეუმი ახალ შენობას ისედაც საჭიროებდა. მისი თქმით, თავდაპირველი გეგმით, მუზეუმი მცხეთის ისუტიციის სახლის ერთ ნაწილში უნდა განთავსებულიყო, თუმცა თანამედროვე შენობა მუზეუმისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ყოფილი კინოთეატრის ისტორიული შენობის “კარიბჭის“რეაბილიტაცია განხორციელდებოდა და მუზეუმი სწორედ იქ გადავიდოდა. თუმცა, ეს პროცესი დღემდე შეჩერებულია. ნიკოლოზ მაისურაშვილი ამბობს, რომ ახალი შენობის მოსამზადებლად მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო დაფინანსება, ასევე მომზადებულია პროექტი და ტენდერის გამოცხადებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ამ საკითხთან დაკავშირება. ძველი შენობა, რომელიც ამ კომპანიამ იყიდა, მუზეუმისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. ახლა მთავარია, რომ ახალი შენობა დროზე აშენდეს“, - ამბობს ნიკოლოზ მაისურაშვილი.

რაც შეეხება ექსპონატებს, იგი განმარტავს, რომ მუზეუმის თანამშრომლები დროებით შენობაში 2012 წლის აგვისტოდან გადავიდნენ, მანამდე დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ექსპონატების სპეციალურად შეფუთვა და ყუთებში ჩალაგება მიმდინარეობდა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ჩატარდა ექსპონატების ინვენტარიზაცია-აღწერაც.

“რომ ვთქვათ, რომ ექსპონატები არსებულ პირობებში უნდა იმყოფებოდეს ეს იქნება ტყუილი, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეგვიძინა სპეციალური აპარატი, რომელიც ჰაერიდან ნესტს იღებს. ასევე შეგვიძინეს გათბობის სისტემები ექსპონატებისთვის. ამჯერად, მსოფლიო ბანკის კრედიტით გათვალისიწინებულია კინოთეატრის ყოფილი შენობის “კარიბჭის“ მუზეუმად გადაკეთება. პროექტი უკვე არსებობს, რომელიც თანამედროვე მუზეუმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ველოდებით ტენდერის გამოცხადებას. წელს აუცილებლად დაიწყება მშენებლობა“, - აცხადებს ნიკოლოზ მაისურაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებას თანურთიერთობის ხელმძღვანელის, ნათია მურაჩაშვილის განცხადებით, როდესაც მცხეთის, როგორც ისტორიული ძეგლის განვითარების გეგმა შედგა, დაიწყო მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მცხეთას უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდიდა. ამ ღონისძიებების ფარგლებში შევიდა მცხეთისთვის ახალი მუზეუმის შენობის შექმნა, ვინაიდან ძველი მუზეუმის შენობა ავარიული და გამოუსადეგარი იყო. პირველად, ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოხდა ექსპონატების ინვენტარიზაცია, სპეციალურად შეფუთვა. ნათია მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ექსპონატებს არა თუ საფრთხე ექმნებათ, არამედ ისინი უფრო მეტად დაცულები არიან.

“ვერავინ იტყვის, რომ მუზეუმის ძველ ამორტიზირებულ შენობაში ექსპონატები მეტად დაცული იყო. პირიქით, ძველი მუზეუმი იყო ავარიული და ექსპონატების მთლიანად გამოფენაც ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია იმაზე საუბარი, რომ ძველი გამოუსადეგარი შენობ აგადაეცა წყლის კომპანიას და ამით ექსპონატებს საფრთხე შეექმნა. უკვე მიდის ახალი მუზეუმის მშენებლობაზე მუშაობა. მცხეთის ისტორიული “კარიბჭის“ შენობაში, რომელიც ასევე საჭიროებდა რეაბილიტაციას, მოეწყობა მუზეუმი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც მთლიანი კოლექციის გამოფენა იქნება შესაძლებელი. ეს მუზეუმი იქნება ძალიან საინტერესო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის“, - ამბობს ნათია მურაჩაშვილი.

რაც შეეხება კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, რომლის დობილი კომპანიაცაა “მცხეთის წყალი“ - აქ აცხადებენ, რომ მუზეუმის ამორტიზებული შენობა მათ 2011 წელს, პრეზიდენტის N20/15/05 განკარგულების საფუძველზე შეიძინეს და გაარემონტეს. იქ ახლა “მცხეთის წყლის“ სერვისცენტრია განთავსებული, სადაც კომპანია აბონენტებს უწევს მომსახურებას. რაც შეეხება ექსპონატებს, შენობის “მცხეთის წყლის“ კომპანიისათვის გადაცემის მომენტში, ექსპონატები იქ აღარ იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42