სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურამ ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა
საზოგადოება - 22:21, 28 May, 2015     2376
საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების გამო, 27 მაისიდან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
სტიქიის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს სსსტც ,,დელტა''-ს მიერ კახეთის რეგიონში პირველად განხორციელდა ახლახან დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება, რის შედეგადაც თელავის რაიონში მოხერხდა დასეტყვილი ფართობების და შესაბამისად მიყენებული ზარალის მასშტაბის მკვეთრი შემცირება, ხოლო გურჯაანის რაიონში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული.

შესაძლო გართულებების შესახებ გაფრთხილებული არიან კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილებზე ხორციელდება ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურისა და რესურსების მობილიზაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის კოორდინაციით შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, თავდაცვის სამინისტროს სსსტც ,,დელტა'', გარემოს ეროვნული სააგენტო, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმში არიან გადასულები.

შესაბამისი სტრუქტურების მობილიზაცია ამინდის პირობების გაუმჯობესებამდე შენარჩუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42