TAV-URBAN GEORGIA-სთან TBS-ის შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:10, 28 May, 2015     1643

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს მოეწერა ხელი.

დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ და ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერკალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ტავ ეარფორთს ჰოლდინგის პრეზიდენტი სანი შენერი დაესწრნენ.

2005 წლის ხელშეკრულების ახალი რედაქციით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმაზე, რომ დაეცვათ სწორი ბალანსი კერძო კომპანიის ინტერესებს, სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და საჯარო ინტერესებს შორის.

,,დღევანდელი დღე, წარმოადგენს ნათელ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავდროულად მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმითი, რომ ერთის მხრივ გავუფრთხილდით ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, ძალიან მნიშვნელოვან კომპანიას, ინვესტორს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, მის ინტერესებს. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი მოქალაქეების, მგზავრთა და საჯარო ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტის განვითარებასთან. დროთა განმავლობაში გახდა საჭირო, რომ შეცვლილიყო ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმდა ხელშეკრულება, გამომდინარე იქიდან, რომ გარემოებები შეიცვალა და მოთხოვნებიც გაცილებით უფრო მაღალია დღევანდელი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე. მთავარი მიღწევები რაც გვაქვს, არის ის, რომ ხელშეკრულება შედგენილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. დოკუმენტი შედგენილია ავიაგადამზიდავების საერთაშორისო ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით. რაც ყველაზე მთავარია, თავად აეროპორტის ოპერირებისას დადგენილია და მიღებულია მომსახურების სტანდარტები, რა სტანდარტებითაც იმუშავებს აეროპორტი და აღსრულების მექანიზმები ამ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. გადაწყდა, რომ თვითონ საერთაშორისო ავიაგადამზიდავების ასოციაციის ექსპერტთა რეკომენდაციით, შეისწავლეს არსებული ასაფრენი ზოლი და დადგინდა, რომ არსებული ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემთხევაში, იმ შემთხვევაში თუ მასზე განხორციელდება დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რათა მოხდეს აეროპორტის მთლიანი ინფრასტრუქტურის განახლება, ეს აეროპორტი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაძლებლობა ექნება მიიღოს თუნდაც ყველაზე დიდი ავიახომალდები,-‘’განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კომპანია თანხმდება იმ მოთხოვნებს, რომ არ მოხდეს ტარიფების ზრდა იმ პირობებით, როგორც იყო ჩადებული თავდაპირველ ხელშეკრულებაში.

,,თავად ტერმინალის გაფართოების კუთხით გადაწყდა, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა განვითარდება ოთხეტაპად. ამ ეტაპებზე კონკრეტული კაპიტალდანახარჯები არის გათვალისწინებული. ყოველი წლის დასაწყისში კომპანია წარმოადგენს კაპიტალური დანახარჯების გეგმას, რომელიც შეთანხმებული იქნება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ამ დამტკიებული გეგმის მიხედვით ისინი განახორციელებენ ინვესტიციებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია ფაქტობრივად იმ მოთხოვნებს, რომ არ მოხდეს ტარიფების ზრდა იმ პირობებით, როგორც იყო ჩადებული თავდაპირველ ხელშეკრულებაში. ვინაიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აეროპორტების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისთვის,-“განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ტარიფების ზრდას, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ვარიანტში კომპანიას შეეძლო მოეთხოვა 12%-იანი ზრდა.

,, თავდაპირველ ხელშეკრულებაში იდო ის, რომ 2005 წლიდან დღევანდელ წლამდე შესაძლებელი ჰქონდათ მათ დღეს უკვე მოეთხოვათ 12 პროცენტიანი ზრდა. ისინი ამ ზრდაზე უარს ამბობენ და მხოლოდ სამ ეტაპად შეიძლება თითო-თითო დოლარით მგზავრზე განხორციელდეს ტარიფების ზრდა. რაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვან კონკურენტუნარიანობას უტოვებს ჩვენს აეროპორტს იმ პირობებში, რომ კომპანია განახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს აეროპორტში, როგორც ტერმინალის გაფართოების კუთხით, ასევე, თვითონ ასაფრენი ზოლის მთლიანი კაპიტალური რემონტის კუთხით,-‘’განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და ტავ ჰოლდინგს და მის შვილობილ კომპანია შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო განვითარების საკითხებთან და ხელშეკრულების ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან და აეროპორტის სამომავლო მოთხოვნებთან.

ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ:

1) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია, რომელიც განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 2015 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს.

2) თბილისი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხ ეტაპიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მგზავრთნაკადის მატების შესაბამისად.

ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები დამატებით შეთანხმდნენ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის კონკრეტულ ვალდებულებებზე, ქონების მართვის და უკან დაბრუნების კონკრეტულ გემგა-გრაფიკზე. ასევე სრულად მოგვარდა და დარეგულირდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის და მიწის საკითხები რაც თავის მხრივ დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ხელშეკრულების ახალი ვერსიით მხარებმა ასევე განსაზღვრეს აეროპორტის ოპერირების სტანდარტები და მათი კონტროლის მექანიზმი, რაც განხორციელდება ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (Airports Council International (ACI) Europe) მიერ, რაც არის იმის გარანტი რომ თბილისის აეროპორტში როგორც ავიკომპანიები, ასევე მგზავრები მიიღებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალი დონის სერვისს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42