"სოფელი ამბობდა, მარი ფეხმძიმედ იყოო" - რატომ ამოთხარეს გარდაცვლილი გოგონა საფლავიდან
საზოგადოება - 18:45, 28 May, 2015     28820

გასულ კვირას წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში 14 წლის მარიამ კელენჯერიძის ცხედარი საფლავიდან ამოასვენეს და ქუთაისის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა, დასკვნა ორ კვირაში იქნება ცნობილი. არასრულწლოვანმა ორი წლის წინ თავი მოიკლა. ორი წელია, შვილმკვდარი დედა უშედეგოდ ეძებს პასუხს, თუ რატომ გადაგდა მისმა შვილმა ეს ნაბიჯი. იმედია, ექსპერტიზა მთავარ კითხვებს პასუხს გასცემს.

შვილის საფლავიდან ამოთხრის უმძიმესი გადაწყვეტილება დედამ გავრცელებული უამრავი მითქმა-მოთქმის შემდეგ მიიღო. ამბობენ, რომ 14 წლის არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყო და ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. დედას ამ ინფორმაციამ მოსვენება დააკარგვინა. ორი წელი შვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას უშედეგოდ ითხოვდა.

„ჩემი შვილის სიკვდილში მის დაქალს ვადანაშაულებ. დარწმუნებული ვარ, მან სიმართლე იცის. ორი წელია, ვითხოვ გამოძიებას, მაგრამ ვერ მივაღწიე....ის დაქალი მის ძმასთან ციხეში ნაჯდომ, ნაციხარ ბიჭს ურიგებდა. არა და, იცოდა, მარიამს სხვა რომ უყვარდა. რომ გააცნეს, მარიამს უსაყვედურია დაქალისთვის, - ხომ იცი, შეყვარებული რომ მყავსო? დაქალი მის სახლში მისვლას სთხოვდა. ჩემი ძმისშვილისთვის უთქვამს მარის, - არ მინდა იქ წასვლა, ალბათ იმ ბიჭს დამახვედრებენო. თურმე, წარამარა ურეკავდნენ. ბავშვი რომ არ წასულა, დაქალის დედას დაურეკავს, - დღეს თუ არ მოხვალ ჩვენთან, მერე ჩემს ეზოში შემოსული არ დაგინახოო. მისი ზარის შემდეგ წავიდა ჩემი შვილი მათთან. იქიდან მობრუნებული თურმე სულ სხვანაირი იყო. ღამით დაბრუნებულა, ლიკასთვის უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ, ცოტა დავლიეო. იმ დღის მერე ბავშვი შეიცვალა, უფრო გულჩათხრობილი გახდა. სულ ცუდ ხასიათზე ყოფილა. ვფიქრობ, იქ რაღაც ისეთი მოხდა, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სოფელი ამბობდა, მარი ფეხმძიმედ იყოო. მეზობელმა მითხრა, - დაკრძალვის დღეს სამმა ქალმა მკითხა, - ეს გოგო 3 თვის ფეხმძიმე რომ ყოფილა, მართალიაო? თავზარდაცემული ვიყავი, თავიდან ექსპერტიზა არ ჩავატარებინე, მაგრამ მას მერე, რაც ეს მითქმა-მოთქმა გავიგე, გავგიჟდი. შვილის ორმოცის მერე გამოძიებას გამუდმებით ვთხოვდი, ჩემი შვილისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ“, - ამბობს „სარკესთან“ საუბარში გარდაცვლილის დედა.


წყარო: ჟურნალი "გზა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42