"პაშა ბანკი", "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:50, 28 May, 2015     2221

2015 წლის 29 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში, Cortyard Marriot-ში "ფინკა ბანკი საქართველოს" და "პაშა ბანკის" საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის მთავარი თემა "ფინკა ბანკის" მიერ დაგეგმილი 20,000,000 (20 მილიონი) ლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციების ემისია იყო. სს "ფინკა ბანკი საქართველო" 100,000 (ასი ათასი) ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. ობლიგაციებს წლიურად დაერიცხება ფიქსირებული 10,1% სარგებელი, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება.

ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - "ფინკა ბანკი საქართველო", გამოიყენებს მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს თავიდან აცილებს სავალუტო რისკებს.

"პაშა ბანკი" აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.

აღნიშნული გარიგება გამოირჩევა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით:

- ობლიგაციების განთავსება ხდება ეროვნულ ვალუტაში;

- ობლიგაციების განთავსება ხდება ორი non-IFI (არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის) კომპანიების მხრიდან;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42