ნ. ახალკაცის სახელობის VIII–ე საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის საზეიმო გახსნას მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არველაძეების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორც განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ კახა ცეცხლაძემ განაცხადა „ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა საქართველოში საფეხბურთო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მადლობა ჩამოსულ სტუმრებს და თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას.“
ტურნირი სამ ასაკობრივ ჯგუფში: 9, 10 და 11 წლის ბავშვთა გუნდებს შორის მიმდინარეობს. ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალში საქართველოს გარდა საზღვარგარეთიდან სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საფეხბურთო კლუბები მონაწილეობენ.
ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალური მატჩები 1 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






