სოფელ თხინვალამდე მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
საზოგადოება - 12:59, 28 May, 2015     1230
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფელ თხინვალამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დავით ნარმანია მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესა და თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და სასმელი წყლისა და გარე განათების საკითხების მოგვარებას დაპირდა.

დავით ნარმანიას თქმით, წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება სრულდება. მისივე თქმით, გზის რეაბილიტაციის პარალელურად დაიწყება სასმელი წყლის ქსელის მოწყობაც, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თხინვალაში გარე განათება დამონტაჟდება.

სოფელ თხინვალას, რომელიც თბილისს 2006 წელს შეუერთდა, გზის კაპიტალური შეკეთება რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა, ინერტული მასალის შეტანა, გაშლა და დატკეპნა, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის დაგება, მოეწყობა ტროტუარები, პარალელურად გაკეთდება სასმელი წყლის ქსელი.

თხინვალამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 703 000 ლარია და სამუშაოებს შ.პ.ს „ჯეუ გრუპი“ ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42