კობა სუბელიანის ინიციატივა, რომელიც სკოლაში იმ ბავშვების მიღებასაც ითვალისწინებს, რომლებსაც 6 წელი დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ, მეორე მოსმენით ერთხელ უკვე იყო წარდგენილი პარლამენტში, თუმცა დეპუტატებმა ის ჩააგდეს.
„იმედი არ მაქვს რომ მხარს დაუჭერენ,მაგრამ ჩვენ ჩვენსას მაინც გავაკეთებთ. აქ გამოჩნდება რეალურად ღარიბაშვილის სურვილი, რომელმაც როგორც მშობელმა განაცხადა, რომ მასაც არ ესმის, ორი და სამი კვირის გამო ბავშვები სკოლის გარეთ რატომ უნდა დარჩნენ და ერთი წელი რატომ უნდა დაკარგონ. ვნახოთ ეს ნათქვამი რამდენად იქონიებს გავლენას ოცნების დეპუტატებზე. დანაშაულია, რომ ბავშვს რამდენიმე დღის გამო ერთი წელი დავაკარგინოთ და იმ ჯგუფში ჩავტოვოთ ბაღში, რომელიც ერთხელ უკვე გაიარა და ამჟამად ასეთი ბავშვი 20 ათასია.“ - განაცხადა კობა სუბელიანმა
ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს პოზიცია უცვლელია, სანიკიძის უწყება სკოლაში მხოლოდ იმ ბავშვების მიყვანას ემხრობა, რომელთაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ. როგორც მინისტრი აცხადებს პრობლემის მოგვარება ალტერნატიული საშუალებით - სკოლამდელი განათლებით უნდა მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






