ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ ტრადიციულ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები დედაქალაქის ურბანული პეიზაჟებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, არქიტექტურასა და სამოქალაქო პორტრეტს ასახავდა.
როგორც მისასალმებელ სიტყვაში დავით ნარმანიამ განაცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოებით დიპლომატიური კორპუსი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისა და დედაქალაქის ღირსშეშანიშნეობებს თავიანთ ქვეყნებში უწევენ პოპულარიზაციას, რაც საქართველოს მეტად მნიშვნელოვანია.
ამერიკის მეგობართა კლუბი პროექტს „დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“ მეხუთე წელია ახორციელებს. წლევანდელ ფოტოგამოფენას და მიღებას საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩემი, მათი ოჯახის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






