მათი განცხადებით, მართალია, რუსული ემბარგოს შემოღების შემდეგ შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობა, მაგრამ გაიზარდა ღვინის გაყიდვით შემოსული თანხის ოდენობა. კერძოდ:
2006 წლამდე ქართული ღვინის ექსპორტი 2005 წელს 41,6 მილიონ ლიტრს შეადგენდა (მისი 80% რუსუსლ ბაზარზე იქნა გატანილი), 2006 წელს (ემბარგოს დაწესების შემდეგ) - 15 მილიონ ლიტრს, 2007 წელს - 9,3 მილიონ ლიტრს, ხოლო 2012 წელს - 20 მილიონ ლიტრს.
ემბარგოს შემდეგ, საქართველომ იპოვა გასაღების ახალი ბაზრები, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში.
აკრძალვამ შედეგად გამოიღო ის, რომ ქართველმა ღვინისმწარმოებლებმა აქცენტი ღვინის ფასზე გააკეთეს. თუ 2005 წელს 1 ლიტრის ფასი საშუალოდ 1,3 დოლარი იყო, 2012 წელს ის 3,2 დოლარამდე გაიზარდა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი განახევრდა, შემოსავალი გაყიდვიდან გაიზარდა: 2005 წელს ის შეადგენდა 54,9 მილიონ დოლარს, ხოლო 2012 წელს - 64,9 მილიონს.
თავად რუსეთი წელიწადში 70 მილიონ ლიტრ ღვინოს აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






