"საბანკო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოტანა ეროვნული ბანკის მფლობელობიდან მიზანშეწონილია“
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:26, 27 May, 2015     864
ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი ითხოვს.

როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი აცხადებს, საბანკო სექტორს მონიტორინგი პარლამენტმა უნდა გაუწიოს.

"ჩვენი აზრით, საბანკო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოტანა ეროვნული ბანკის მფლობელობიდან და მისი გადაცემა პარლამენტისთვის შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილია, რადგან ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ამასთან, როგორც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრერბულ მოვალეობას.

"ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეროვნული ბანკიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის მიღება, ეს ეხება როგორც საბანკო ზედამხედველობის საკითხს ასევე, ეხება ლარის გაუფასურების საკითხს. დღემდე პასუხგაუცემელია ის კითხვები თუ რამ გამოიწვია და რა განაპირობებს დღემდე ასეთ რყევით გაუფასურებას",-განაცხადა ანგურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატის თქმით, ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა, რადგან ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42