28 მაისს გლობალური მეწარმეობის მონიტორის 2014 წლის ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:15, 27 May, 2015     1254
ხვალ, 28 მაისს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული გლობალური მეწარმეობის მონიტორის (GEM)2014 წლის ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყების წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა-პრეზენტაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოც“ იქნება წარმოდგენილი, რომელიც აუდიტორიას პრეზენტაციის საშუალებით მეწარმეობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ხედვას გააცნობს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მეწარმეობის როლის წარმოჩენას ემსახურება და ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური შესაძლებლობაა მსგავსი ტიპის საკითხების დეტალურად განხილვისა და ანგარიშზე დაყრდნობით სპეციფიკურ, ქართული გარემოსათვის რელევანტურ სამეწარმეო საკითხებზე მსჯელობისათვის.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული გლობალური მეწარმეობის მონიტორის (GEM) ანგარიში საქართველოსთვის პირველია და უნიკალურ ამომწურავ მონაცემებს აერთიანებს. ზოგადად, 1999 წლიდან მოყოლებული გლობალური მეწარმეობის მონიტორი (GEM) მსოფლიო მასშტაბით აგროვებს და აანალიზებს ფაქტებს სამეწარმეო აქტივობებთან დაკავშირებით. აღნიშნულის საფუძველზე შექმნილია მონაცემთა ბაზა, რომელიც ეკონომიკური ტენდენციებისა და დამკვიდრებული შაბლონების სიღრმისეულად გაცნობის საშუალებას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზაციას მხარს უჭერს 1992 წლიდან და მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული სექტორისთვის ხელშეწყობას მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით

აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პარტნიორობა. აღნიშნული ორგანიზაცია სააგენტოს ხელს უწყობს საქმიანობის წარმართვაში და მთავარი ამოცანების შესრულების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სხვა მსხვილ ორგანიზაციებთან ერთად, რაც თავის მხრივ, სააგენტოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ინვესტორების მოზიდვასა და მეწარმეთათვის საერთაშორისო ბაზარზე წვდომის გაადვილებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42